როგორ გავზარდოთ ვაკანსიაზე განაცხადების რაოდენობა: მონაცემებზე დაფუძნებული რჩევები დამსაქმებლებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წერთ ვაკანსიის ტექსტს, აყალიბებთ საჭირო მოთხოვნებს, აქვეყნებთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ კვალიფიციური კადრის პოვნა მაინც რთულდება? – კვალიფიციური თანამშრომლის პოვნა ვაკანსიის გამოქვეყნებით არ იწყება და არც რამდენიმე კარგი რეზიუმეს მიღებით სრულდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13,9% იყო, ხოლო 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში, შესაბამისად, 13,8% და 14,4%. უმუშევრობისა და დასაქმებულთა მაჩვენებლები გვეუბნება, რომ, წესით, სამსახურს ბევრი უნდა ეძებდეს, თუმცა, ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრის პოვნა უფრო და უფრო დიდ სირთულედ იქცევა. მაშ, რა არის პრობლემა?

განაცხადების რაოდენობისა და ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია, ვაკანსიაში მკაფიოდ აღწეროთ მოვალეობები და მოთხოვნები, მიუთითოთ ანაზღაურება, შეარჩიოთ კონკრეტული სათაური და განცხადება სწორ აუდიტორიამდე მიიტანოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანდიდატს განაცხადის გაგზავნა მარტივად შეეძლოს, კომპანიამ კი შერჩევის პროცესი ეფექტიანად მართოს.

პროცესის გასამარტივებლად დამსაქმებლებს ციფრული პლატფორმები ეხმარება. მათ შორისაა Awork, რომელიც კომპანიებს ვაკანსიების გამოქვეყნებისა და კანდიდატების მოძიების პროცესის გამარტივების შესაძლებლობას სთავაზობს.

რა არის Awork და ვისთვისაა განკუთვნილი?

Awork (awork.ge ) ქართული პლატფორმაა, რომელიც დამსაქმებლებს ვაკანსიების გამოქვეყნებაში, კანდიდატების მოზიდვასა და მიღებული განაცხადების მართვაში ეხმარება. პლატფორმა 2022 წელს შეიქმნა და მისი ფუნქციები ტალანტების მოძიების პროცესის სხვადასხვა ეტაპს მოიცავს.

Awork-ის პლატფორმას 2 000-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს და მისი მეშვეობით 25 000-ზე მეტი ვაკანტური პოზიცია შეივსო. ვაკანსიების განთავსება და მართვა შესაძლებელია ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით.

პლატფორმა კომფორტულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც შესაძლოა, რეკრუტინგისთვის ცალკე გუნდი არ ჰყავდეს, ისე კომპანიებისთვის, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე პოზიციას ავსებენ და კანდიდატების შერჩევის პროცესის უკეთ ორგანიზება სჭირდებათ.

Awork დამსაქმებლებს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება:

  • ვაკანსიის შექმნა და გამოქვეყნება: კომპანია თავად ამატებს ვაკანსიას პლატფორმაზე, საჭიროების შემთხვევაში არედაქტირებს და მართავს მის გამოქვეყნებას.
  • AI ასისტენტი: ARGO AI არის კარიერული ასისტენტი Awork-ზე, რომელიც დამსაქმებელს ვაკანსიის ტექსტის მომზადებასა და გამოქვეყნებაში ეხმარება.
  • კანდიდატებთან დაკავშირება: Job Alert-ისა და არგოს ავტოპილოტის მეშვეობით შესაბამისი ვაკანსიები დაინტერესებულ მაძიებლებს ელფოსტით ეგზავნებათ, რაც პროცესს აჩქარებს.
  • განაცხადების მართვა: დამსაქმებელი კანდიდატების პროფილებსა და რეზიუმეებს ერთ სივრცეში ათვალიერებს.
  • შედეგების ანალიზი: ყოველთვიური ბიზნესრეპორტები ვაკანსიის ნახვებისა და მიღებული განაცხადების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.

ამ ფუნქციების ერთობლიობა დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, ნაკლები დრო დახარჯოს განმეორებად, რუტინულ ადმინისტრაციულ საკითხებზე და მეტი ყურადღება კანდიდატების შეფასებასა და შერჩევაზე გადაიტანოს.

როგორ გამოვაქვეყნოთ ვაკანსია ონლაინ?

ვაკანსიის ონლაინ გამოქვეყნება რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს. პროცესის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ მომზადდეს ინფორმაცია პოზიციის, მოვალეობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ.

Awork-ზე ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად საჭიროა:

  1. კომპანიის რეგისტრაცია: უნდა შექმნათ ბიზნესპროფილი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ვაკანსიებისა და მიღებული განაცხადების მართვა.
  2. ვაკანსიის დამატება: განსაზღვრეთ პოზიციის დასახელება, ძირითადი მოვალეობები, მოთხოვნები, სამუშაო გრაფიკი, ადგილმდებარეობა და ანაზღაურება.
  3. ტექსტის მომზადება: ჩამოაყალიბეთ ინფორმაცია ისე, რომ კანდიდატმა მარტივად გაიგოს, რას მოიცავს სამუშაო და რა პირობებს სთავაზობს კომპანია.
  4. გამოქვეყნება: ვაკანსია განათავსეთ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი გახადეთ როგორც ვებგვერდის, ისე მობილური აპლიკაციის მომხმარებლებისთვის.

გამოქვეყნების შემდეგ კომპანიას შეუძლია ვაკანსიის რედაქტირება და შემოსული განაცხადების ნახვა. თუმცა, გამოქვეყნება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის ერთ-ერთი ეტაპია: რამდენად სწორ პროფესიონალს ვიპოვით, ამაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვაკანსიის ტექსტის ხარისხი, შეთავაზებული პირობები და, რა თქმა უნდა, ის, თუ რამდენად სწორ აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია.

როგორ ეხმარება AI დამსაქმებელს?

ხელოვნური ინტელექტი რეკრუტინგში განსაკუთრებით კარგი დამხმარე ინსტრუმენტია იმ ამოცანებისთვის, რომლებიც დიდ დროს მოითხოვს, თუმცა, მკაფიოდ გაწერილი ინსტრუქციებითა და სტრუქტურირებულად ჩამოყალიბებული ინფორმაციით შესრულება შესაძლებელია. ვაკანსიის ტექსტის მომზადება სწორედ ასეთი პროცესია.

Awork-ის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო, ARGO AI დამსაქმებელს ვაკანსიის აღწერის შექმნასა და გამოქვეყნებაში ეხმარება. ამისთვის კომპანიამ ARGO-ს უნდა მიაწოდოს დამუშავებული ინფორმაცია პოზიციისა და პოზიციაზე ძირითადი მოთხოვნების შესახებ, ასისტენტის დახმარებით კი შეადგინოს ტექსტის საწყისი ვერსია.

AI ინსტრუმენტის გამოყენება ამ პროცესში რამდენიმე პრაქტიკულ უპირატესობას იძლევა:

  • დროის დაზოგვა: ტექსტის ნულიდან დაწერის ნაცვლად, დამსაქმებელი მუშაობას იწყებს პირველადი ვერსიით და საჭიროებისამებრ ასწორებს მას.
  • ინფორმაციის სტრუქტურირება: მოვალეობები, მოთხოვნები და სამუშაო პირობები უფრო თანმიმდევრულად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
  • ტექსტის გაუმჯობესება: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია ბუნდოვანი ფორმულირებების შეცვლა და იმ ინფორმაციის დამატება, რომელიც კანდიდატს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
  • პროცესის გამარტივება: საბოლოო ჯამში, AI-ასისტენტი გვიზოგავს ვაკანსიის მომზადებისას დროს, რადგან ამცირებს განმეორებადი სამუშაოს მოცულობას.

AI-ის მიერ შექმნილი ტექსტის გადამოწმება საჭიროა. დამსაქმებელმა უნდა შეამოწმოს, სწორად არის თუ არა აღწერილი სამუშაოს რეალური მოვალეობები, მოთხოვნები და პირობები. ხელოვნური ინტელექტი ტექსტის მომზადებას ამარტივებს, თუმცა, ვერ ჩაანაცვლებს კომპანიის წარმომადგენლის ცოდნას პოზიციის შესახებ.

ამასთან, ARGO-ს შესაძლებლობები მხოლოდ ტექსტის შექმნითა და დამუშავებით არ შემოიფარგლება: მისი ავტოპილოტი შესაბამისი ვაკანსიების მაძიებლებამდე მიტანასაც უწყობს ხელს. შედეგად, დამსაქმებელს შეუძლია ერთდროულად იმუშაოს როგორც ვაკანსიის ხარისხზე, ისე მის გავრცელებაზე.

როგორ მივიტანოთ ვაკანსია სწორ კანდიდატებამდე?

ვაკანსიის გამოქვეყნება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას შესაბამისი გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ადამიანები ნახავენ. ეფექტურად გავრცელებისთვის საჭიროა ისეთი არხებისა და მექანიზმების გამოყენება, რომლებიც ინფორმაციას სამიზნე აუდიტორიამდე მიიტანს.

Awork ამ პროცესშიც ეხმარება კომპანიებს და პლატფორმაზე რამდენიმე შესაძლებლობას აერთიანებს:

  • ავტომატური შეტყობინებები. Job Alert-ისა და არგოს ავტოპილოტის მეშვეობით სამუშაოს მაძიებლები სასურველი პოზიციის კრიტერიუმებს უთითებენ. სისტემა მათი მოთხოვნებისთვის შესაბამის ვაკანსიებს ეძებს და შესაფერის შეთავაზებებს ელფოსტით უგზავნის. დამსაქმებლისთვის ეს დამატებითი გზაა, რომ ინფორმაცია იმ ადამიანებამდე მივიდეს, რომლებიც სწორედ ასეთ პოზიციას ეძებენ.
  • მობილური ხელმისაწვდომობა. ვაკანსიის მობილურ აპლიკაციაში გამოქვეყნება კანდიდატს საშუალებას აძლევს, შეთავაზებას მისთვის მოსახერხებელ დროს გაეცნოს და განაცხადიც პირდაპირ პლატფორმიდანვე გაგზავნოს.
  • ფილტრების გამოყენება. ანაზღაურების, კატეგორიისა და თუ სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით ფილტრაცია მომხმარებელს შესაბამისი შეთავაზებების მოძებნაში ეხმარება. ამიტომ დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, ვაკანსიის გამოქვეყნებისას ეს მონაცემები სწორად მიუთითოს. მაგალითად, მოქნილი გრაფიკის მქონე პოზიციის სტუდენტურ ვაკანსიად მონიშვნა შეთავაზებას იმ აუდიტორიასთან აკავშირებს, რომლის საჭიროებებსაც ის შეიძლება შეესაბამებოდეს.
  • ვიზუალური კონტენტი და რეკლამირება. გარკვეული პოზიციებისთვის მხოლოდ ტექსტი შესაძლოა საკმარისი არ იყოს. ფოტო და ვიდეო მასალა სამუშაო გარემოს, კომპანიის საქმიანობის ან გუნდის უკეთ წარმოჩენას უწყობს ხელს. Awork დამსაქმებლებს ვიზუალური კონტენტის შექმნისა და სოციალურ არხებზე გავრცელების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
  • უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. სტაჟირებებსა და საწყისი დონის პოზიციებზე ტალანტების მოსაძიებლად სასარგებლოა სტუდენტებისა და ახალკურსდამთავრებულების მიზნობრივი მოძიება. Awork თანამშრომლობს კერძო და საჯარო უნივერსიტეტებთან, რომლებიც შესაბამის ვაკანსიებს სტუდენტებს უზიარებენ – საბოლოო ჯამში, კი, ეს კადრების მოძიების პროცესს ამარტივებს და აჩქარებს.

არხის შერჩევისას მთავარია პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებაც. გამოცდილი სპეციალისტის, სტუდენტის ან ჰიბრიდული გრაფიკის მაძიებლის მოსაზიდად შესაძლოა სხვადასხვა გზისა და კომუნიკაციის ფორმის გამოყენება იყოს საჭირო.

რა ინფორმაციას იღებს დამსაქმებელი კანდიდატზე Awork-ის საშუალებით?

კანდიდატების შეფასება უფრო მარტივია, როდესაც ინფორმაცია ერთიანი სტრუქტურით არის წარმოდგენილი. თუ განაცხადები სხვადასხვა ფორმითა და არასრული მონაცემებით შემოდის, დამსაქმებელს დამატებითი დროის დახარჯვა უწევს ინფორმაციის შესაგროვებლად და აპლიკაციების ერთმანეთთან შესადარებლად.

Awork-ზე სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ შეავსონ პროფილი, რომელშიც გამოცდილებას, განათლებასა და უნარებს მიუთითებენ, შექმნან CV ან ატვირთონ უკვე მომზადებული რეზიუმე. მათ ასევე შეუძლიათ პროფილს შესავლად ვიდეოც დაურთონ.

დამსაქმებელი კანდიდატის განაცხადს პლატფორმიდანვე იღებს და შესაბამის ინფორმაციას ერთ სივრცეში ათვალიერებს. პლატფორმაზევე განაცხადის გაგზავნის ფუნქცია კი მაძიებელსაც უმარტივებს პროცესს.

როდესაც ვაკანსიაზე ბევრი ადამიანი აგზავნის განაცხადს, როგორც წესი, ტრადიციული მეთოდებით აპლიკაციების მოგროვებით დიდ ქაოსს ვიღებთ. Awork-ზე კი ეს ყველაფერი სტრუქტურირებულია და დამსაქმებელს შეუძლია კანდიდატები შეადაროს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, მაგალითად:

  • შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
  • განათლებითა და პროფესიული უნარებით;
  • ვაკანსიასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით;
  • სამუშაო გრაფიკსა და სხვა პირობებთან შესაბამისობით.

როგორ დავწეროთ ვაკანსიის ტექსტი, რომელიც შესაბამის კანდიდატებს მოიზიდავს?

როგორია ვაკანსიის კარგი ტექსტი? ის, პირველ რიგში, კანდიდატს სწრაფად აწვდის პასუხებს მთავარ კითხვებზე: რას გააკეთებს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და რას სთავაზობს კომპანია. რაც უფრო მკაფიოა ინფორმაცია, მით უფრო მარტივია კანდიდატისთვის შეთავაზების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება.

ვაკანსიის მომზადებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხებს:

  • დაწერეთ კონკრეტული სათაური, რადგან პოზიციის დასახელება ზუსტად უნდა ასახავდეს სამუშაოს შინაარსს. ზოგადი ან ზედმეტად კრეატიული სათაური კანდიდატს შესაძლოა ვაკანსიის არსის გაგებაში ხელს უშლიდეს.
  • აღწერეთ ძირითადი მოვალეობები, ჩამოთვალეთ პროფესიონალის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანები და მოერიდეთ ისეთ ზოგად ფორმულირებებს, რომლებიც კანდიდატს რეალურ პასუხისმგებლობებზე ინფორმაციას არ აძლევს, ან იმდენად ზედაპირულად აღწერს, რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ბურუსით მოცული რჩება.
  • აუცილებლად მიუთითეთ ანაზღაურება, რადგან ეს პროფესიონალებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. Awork-ის შიდა სტატისტიკის თანახმად, ანაზღაურების მითითებით გამოქვეყნებული ვაკანსია 80%-ით მეტ ნახვასა და განაცხადს იღებს. ეს მონაცემი პლატფორმის სტატისტიკას ეფუძნება და ყველა პოზიციისთვის ერთნაირ შედეგს არ გულისხმობს, თუმცა, ანაზღაურების გამჭვირვალობის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს.
  • დააზუსტეთ სამუშაო გრაფიკი და ადგილმდებარეობა, მიუთითეთ, არის პოზიცია სრულ თუ ნახევარ განაკვეთზე, მოითხოვს თუ არა ცვლებში მუშაობას და შესაძლებელია თუ არა დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობა.
  • განსაზღვრეთ რეალისტური მოთხოვნები. ამავდროულად, ერთმანეთისგან გამოყავით აუცილებელი და სასურველი უნარები. მოთხოვნების ზედმეტად გაფართოებამ შესაძლოა შესაბამისი კანდიდატების ნაწილის დაინტერესება შეამციროს.
  • ყოველთვის შეამოწმეთ ტექსტი და დარწმუნდით, რომ ინფორმაცია ზუსტია, ადვილად იკითხება და კანდიდატს განაცხადის გაგზავნისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი დეტალი აქვს.

ARGO-ს დახმარებით ტექსტის მომზადება ამ პროცესის გამარტივების ერთ-ერთი გზაა. საბოლოო ვერსია კი კომპანიის რეალურ პირობებსა და პოზიციის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

როგორ გავიგოთ, რამდენად ეფექტიანია ჩვენი ვაკანსია?

ვაკანსიის ეფექტიანობის შეფასება მხოლოდ მიღებული რეზიუმეების რაოდენობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმა გაიგოს, რამდენად ხშირად ნახულობენ შეთავაზებას, რამდენი ადამიანი აგზავნის განაცხადს და რა შეიძლება გაუმჯობესდეს შედეგის გასაზრდელად.

ამისთვის სასარგებლოა რამდენიმე მაჩვენებელზე დაკვირვება:

  • ნახვების რაოდენობა;
  • განაცხადების რაოდენობა;
  • ნახვიდან განაცხადზე გადასვლის მაჩვენებელი, ნახვების რა წილი გადაიზარდა განაცხადში;
  • შესაბამისი კანდიდატების წილი – მიღებული განაცხადებიდან რამდენი აკმაყოფილებს პოზიციის ძირითად მოთხოვნებს;
  • მსგავს ვაკანსიებთან შედარება: როგორია შედეგი იმ შეთავაზებებთან შედარებით, რომლებსაც მსგავსი მოთხოვნები და პირობები აქვს.

მაგალითად, თუ ვაკანსიას ბევრი ადამიანი ნახულობს, მაგრამ განაცხადების რაოდენობა დაბალია, შესამოწმებელია სათაური, აღწერა, ანაზღაურება და სამუშაო პირობების სიცხადე. თუ განაცხადები მრავლად შემოდის, თუმცა, კანდიდატების დიდი ნაწილი ძირითად მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, შესაძლოა საჭირო იყოს მოთხოვნების უკეთ ჩამოყალიბება ან ვაკანსიის გავრცელების აუდიტორიის გადახედვა.

Awork დამსაქმებლებს ყოველთვიურ ბიზნესრეპორტს სთავაზობს, რომელიც თითოეული ვაკანსიის ნახვებსა და განაცხადების რაოდენობას აჩვენებს და შედეგებს ბაზარზე არსებულ მსგავს შეთავაზებებს ადარებს. რეპორტთან ერთად კომპანია იღებს რეკომენდაციებსაც, მაგალითად, სათაურის ან აღწერის გაუმჯობესებასა და ანაზღაურების მითითებასთან დაკავშირებით.

ასეთი მონაცემები დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილებები კონკრეტულ შედეგებზე დაყრდნობით მიიღოს. თუ რეკომენდაციის შემდეგ ვაკანსიის შედეგები გაუმჯობესდა, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომდევნო შეთავაზებების მომზადებისასაც. რამდენად ეფექტური იყო ცვლილებები? – ამის შესაფასებლად სასურველია სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც, მათ შორის პოზიციის მოთხოვნების, ანაზღაურებისა და ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინება.

კადრის აყვანის პროცესის უფრო ფართო მართვისთვის არსებობს Awork Flow, აპლიკანტების მართვის სისტემა (ATS), რომელიც ვაკანსიების გამოქვეყნებას, კანდიდატების პროგრესის თვალყურის დევნებას, მათთან კომუნიკაციასა და ინტერვიუების დაგეგმვას ერთ სივრცეში აერთიანებს. Awork-ის მონაცემებით, ეს სისტემა რეკრუტინგზე დახარჯულ დროს 90%-ით ზოგავს, ხოლო დაქირავების პერიოდს 40%-ით ამცირებს. კონკრეტული შედეგი კი დამსაქმებელ კომპანიაში შიდა პროცესებსა და გამოყენების პრაქტიკაზეა დამოკიდებული.

დაბოლოს – როგორ გავხადოთ ტალანტების მოძიების პროცესი უფრო ეფექტიანი?

შესაფერისი კანდიდატის სწრაფად პოვნა ყველა დამსაქმებლის ინტერესშია, თუმცა, პროცესები ხანდახან უსასრულოდაც კი იწელება. წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაკანსიის ტექსტის სიზუსტეზე, სწორ აუდიტორიასთან გავრცელებაზე, განაცხადის გაკეთების სიმარტივესა და შედეგების რეგულარულ ანალიზზე. მხოლოდ ვაკანსიის გამოქვეყნება, ცხადია, საკმარისი არ არის და დამსაქმებელმა უნდა იცოდეს, თუ რა შეთავაზებები თუ მოთხოვნები მუშაობს კონკრეტული პოზიციისთვის და რა უნდა გაუმჯობესდეს პროფესიონალის დასაინტერესებლად.

ციფრული ინსტრუმენტები რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. AI ასისტენტი ტექსტის მომზადებაში გეხმარებათ, ავტომატური შეტყობინებები შესაბამის კანდიდატებამდე ინფორმაციის მიწოდებას უწყობს ხელს, სტრუქტურირებული პროფილები კი განაცხადების შეფასებას ამარტივებს. ყოველთვიური ბიზნესრეპორტები დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, შედეგები შეაფასოს და შემდეგი ნაბიჯები მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს.

Awork ამ შესაძლებლობებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და კომპანიებს ვაკანსიის გამოქვეყნებიდან მიღებული განაცხადების ანალიზამდე პროცესის მართვაში ეხმარება. საბოლოო მიზანი ხომ მხოლოდ განაცხადების რაოდენობის გაზრდა არ არის – კომპანია დაინტერესებულია, რაც შეიძლება მარტივად იპოვოს კანდიდატები, რომლებიც პოზიციის მოთხოვნებსა და ორგანიზაციის შიდა კულტურას შეესაბამებიან.