TNET CONNECT საკომუნიკაციო პლატფორმა ბიზნესისთვის – 1000 SMS საჩუქრად ახალ პარტნიორებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TNET CONNECT ახალი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან SMS-ითა და WhatsApp-ით საქართველოსა და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. პლატფორმის საშუალებით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ მომხმარებლებთან მარტივად დაამყარონ კომუნიკაცია, მიაწოდონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გააგზავნონ მარკეტინგული და ტრანზაქციული შეტყობინებები.

საქართველოში უმსხვილესი ტექნოლოგიური ეკოსისტემა TNET-ი საქმიანობას ახალი მიმართულებით აფართოებს და ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას TNET CONNECT-ს წარადგენს. კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების კომისიისგან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია მიიღო და შესაბამისი მომსახურების გაწევის უფლება მოიპოვა.

პლატფორმა ბიზნესს რამდენიმე ტიპის SMS-ის გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს:

TNET CONNECT-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა საერთაშორისო დაფარვაა. პლატფორმის საშუალებით ბიზნესებს მომხმარებლებთან დაკავშირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეეძლებათ. კომპანიებს კი, რომლებიც TNET CONNECT -თან თანამშრომლობას 2026 წლის ბოლომდე დაიწყებენ კომპანია 1000 SMS-ს აჩუქებს.

TNET-ის ეკოსისტემა ციფრულ პლატფორმებსა და მობილურ აპლიკაციებს აერთიანებს და ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. ახალი მიმართულება TNET-ის ციფრული პროდუქტების განვითარების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.