პრემიუმ კონცეპტ შოურუმი "კორიდორი" - კარების განსხვავებული მაღაზია ბათუმში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმი დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია და ადგილობრივი არქიტექტურაც ამ ეკლექტიკური ბუნების ანარეკლია. ხშირად თანამედროვე ზღვისპირა კომპლექსები და ისტორიული საცხოვრებელი სახლები ერთმანეთისგან სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. ზოგი მათგანის ინტერიერში კარი გამოკვეთილი დიზაინერული დეტალია, ზოგში კი კედლის ზედაპირს თითქმის ერწყმის. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სწორად შერჩეული კარი სივრცის არქიტექტურულ ხასიათს უსვამს ხაზს.

კარი ხშირად ინტერიერის სახეა. ბათუმში, სადაც ახალი საცხოვრებელი პროექტები განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩევა, კარიც თითოეული სივრცის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. სწორედ ასეთი მიდგომით მუშაობს ახალი კარების მაღაზია ბათუმში Coridoor, რომელიც 2026 წლის ივნისში გაიხსნა.

"კორიდორი" ბათუმის ახალი პრემიუმ კონცეპტ შოურუმია, რომელიც კარს საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტად წარმოაჩენს. მომხმარებელი აქ მხოლოდ კარის მზა მოდელის შესაძენად არ მოდის. შოურუმის სივრცე ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელმა კარი ინტერიერის სხვა ელემენტებთან ერთად შეაფასოს: როგორ ეხამება ესა თუ ის მოდელი კონკრეტული ინტერიერის სტილს? რამდენად შეესაბამება პროექტის მოთხოვნებს შერჩეული ფერი, ფაქტურა თუ მოპირკეთება? ერგება თუ არა შერჩეული კარი თავად შენობის კონსტრუქციას? "კორიდორის" შოურუმი ხორცს ასხამს დეტალებს, რათა მომხმარებელმა ნახოს, როგორ გამოიყურება კარი პოტენციური პროექტის კონტექსტში.

"კორიდორის" მიდგომა სრულად ინდივიდუალიზებულია: შოურუმის სპეციალისტები ოპტიმალური მოდელის შერჩევისას ითვალისწინებენ ოთახის დანიშნულებას, კედლის მოპირკეთებას, დანარჩენი კარების სტილს, სივრცის ტიპს და სხვა დეტალებს.

დამკვეთს შეუძლია რამდენიმე ელემენტი ერთიან დიზაინში მოაქციოს. შოურუმის ასორტიმენტშია ინტერიერისა და შესასვლელი კარები, შიდა სივრცის ტიხრები, კედლის პანელები, გარდერობის სისტემები, სმარტ საკეტები, დიზაინერული განათება და სხვა აქსესუარები. კატალოგი მოიცავს როგორც სადა და მინიმალისტურ, ისე დეკორატიული დეტალებით გაფორმებულ მოდელებს, რაც მომხმარებელს დიზაინის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგების საშუალებას აძლევს.

მაგალითად, მცირე ზომის აპარტამენტში სივრცის ვიზუალური გახსნილობის შესანარჩუნებლად შეიძლება ორი ოთახის გამიჯვნა მინის ტიხრით, რომელიც ბუნებრივ სინათლეს ატარებს. შესასვლელი კარის შერჩევისას ინტერიერის დიზაინთან ერთად მისი კონსტრუქციული მახასიათებლებიც გასათვალისწინებელია. ბათუმში, მაგალითად, აუცილებელია კარი ანტიკოროზიული, გამძლე მასალისგან იყოს დამზადებული, რათა ნესტს კარგად გაუძლოს.

დიზაინის პრიორიტეტები პროექტის მიხედვით განსხვავდება, თუმცა კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისი მოდელების დამოუკიდებლად მოძიება მომხმარებლისთვის ხშირად რთულია. "კორიდორი" მიდგომას ძირეულად ცვლის. დღეს, თუ გჭირდებათ ხის, ფოლადის თუ რკინის კარების შეძენა ბათუმში, შეგიძლიათ ეწვიოთ შოურუმს და რეალურ გარემოში იხილოთ, როგორ გამოიყურება ესა თუ ის გადაწყვეტა.

კომპანიას აქვს მზა მოდელების ვრცელი კატალოგი, თუმცა ინდივიდუალური დიზაინისა და არასტანდარტული მოდელების შეკვეთებსაც იღებს. გუნდის მომსახურება მოიცავს არა მხოლოდ აზომვას, პროექტირებასა და მონტაჟს, არამედ მონტაჟის შემდგომ შემოწმებასაც. არასრული ხუთი თვის თავზე "კორიდორის" კლიენტებს შორის უკვე არიან ბინის მფლობელები, არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები და დეველოპერული კომპანიები.

"კორიდორი" არ არის კიდევ ერთი რიგითი რკინის კარების მაღაზია ბათუმში. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი დიზაინთან მიდგომის ფორმატია. შოურუმმა კარი ინტერიერის ისეთივე სრულფასოვან ელემენტად აქცია, როგორც კედელი თუ ავეჯი. მის დიზაინს საერთო სივრცითი კონცეფციის სრულფასოვან ნაწილად განიხილავს. მომხმარებელს შეუძლია იხილოს, როგორ ცვლის კონკრეტული კარის დიზაინი ინტერიერის საერთო იერსახეს და გადაწყვეტილებაც არა მხოლოდ ესკიზზე ან ფოტოზე, არამედ რეალურ ეფექტზე დაყრდნობით გააკეთოს.