"მოვედი" – პარკინგის მართვის ციფრული პლატფორმა მძღოლებისა და ბიზნესებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მოვედი" (Movedi Mobility) ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საპარკინგე სივრცეების მართვასა და გამოყენებას ამარტივებს. პლატფორმა ორ ძირითად აუდიტორიაზეა გათვლილი – მძღოლებსა და ბიზნესებზე, რომლებსაც საპარკინგე სივრცეები აქვთ.
ვისთვის არის განკუთვნილი "მოვედი"?
აპლიკაცია განკუთვნილია მძღოლებისთვის, რომლებსაც პარკინგის მოძიება, წინასწარ დაჯავშნა და ციფრული გადახდა სურთ. ადგილის შერჩევა და დაჯავშნა მობილური ტელეფონითაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქმედი ორი კერძო საპარკინგე სივრცე, სადაც მგზავრებს ადგილის წინასწარ დაჯავშნა და გადახდა შეუძლიათ.
რას სთავაზობს "მოვედი" ბიზნესებს?
პლატფორმა სასტუმროებს, ბიზნესცენტრებს, ოფისებსა და სხვა ობიექტებს საკუთარი საპარკინგე სივრცეების ეფექტიანად მართვისა და მონეტიზაციის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, ბიზნესცენტრის პარკინგი, რომელიც საღამოსა და უქმე დღეებში თავისუფლდება, ამ პერიოდში სხვა მძღოლებისთვისაც შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი. ამ გზით ბიზნესებს დამატებითი შემოსავლის მიღება შეუძლიათ, ხოლო მძღოლებს – პარკინგის მეტი ალტერნატივა.
როგორ მუშაობს ჭკვიანი პარკინგის ავტომატიზაციის სისტემა?
"მოვედის" სისტემა თავსებადია ნებისმიერი ბრენდის IP კამერებსა და დაშვების მართვის მოწყობილობებთან (შლაგბაუმებსა და დაშვების სისტემებთან).
სისტემა Vision AI ტექნოლოგიით მუშაობს და ავტომატურად აკონტროლებს პარკინგზე დაშვებას, გამოყენების ხანგრძლივობასა და გადახდებს. სივრცის მფლობელებს კი შემოსავლების დატვირთულობის შესახებ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე – პარკინგის მართვისთვის ყველა საჭირო პარამეტრის მართვა, როგორიცაა, მაგალითად, მეიჯარეების, თეთრი სიების, რეზიდენტების და ა.შ., რაც პარკინგის მართვას ამარტივებს და დამატებითი პერსონალის საჭიროებას ამცირებს.
"მოვედის" მიზანია კერძო საპარკინგე სივრცეების ეფექტიანი გამოყენებით ქალაქში მეტი ხელმისაწვდომი პარკინგის ადგილის შექმნა და მძღოლებისთვის პარკინგის ძიებაში დახარჯული დროის შემცირება.
პლატფორმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: movedi.app.