მასკი SpaceX-ის აქციას ამერიკის თითოეულ ბავშვს აჩუქებს – გადაწყვეტილება შესაძლოა 10,7 მილიარდი დოლარი დაჯდეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ილონ მასკი მორიგი მასშტაბური და სკანდალური ინიციატივით გამოდის. მილიარდერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს კოსმოსური კომპანია SpaceX-ის თითო აქციას აჩუქებს.

"ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება", – დაწერა მასკმა X-ზე.

CNN-ის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 73 მილიონი არასრულწლოვანი ცხოვრობს. პარასკევის მონაცემებით, საბაზრო ფასის ($146 თითო აქციაზე) გათვალისწინებით, საჩუქრის საერთო ღირებულება სავარაუდოდ 10,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მასკს ჯერ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როგორ განაწილდება აქციები ან ვინ მიიღებს მათზე უფლებას.

მასკის ეს ნაბიჯი პასუხია Anthropic-ის ქმედებაზე: კვირას ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა განაცხადა, რომ საკუთარი აქციების მცირე ნაწილს – ბოლო შეფასებით დაახლოებით 48 მილიარდ დოლარს – "საზოგადოებრივი სიკეთის ფონდში" გადარიცხავს, რათა AI-ით გამოწვეული უმუშევრობის რისკები შეამციროს. ილონ მასკი კი უფრო შორს წავიდა: ფონდების შექმნას მან პირდაპირ ხალხისთვის SpaceX-ის აქციების ჩამორიგება ამჯობინა.

მასკი არ არის SpaceX-ის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც ბავშვებს აქციები აჩუქა. ივლისში კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა და მისმა მეუღლემ 2 მილიონზე მეტი ბავშვის "ტრამპის ანგარიშზე" თითო აქცია გადარიცხეს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ქველმოქმედება 325 მილიონ დოლარად შეაფასა.